ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ხარაგაულის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აქციაში მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და ხარაგაულის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩაერთნენ.
ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადად ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე). კობა ლურსმანაშვილმა სისხლის უანგარო დონაციის საციცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა, აქციაში მონაწილე ყველა დონორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გაწეული ქველმოქმედება უპირობოდ უკავშირდება სიხცოცლის შენარჩუნებას და ეს ყველაზე დიდი მადლია ადამიანების მხრიდან მოყვასისთვის გაღებული. უანგარო დონაციის აქცია ქ. თბილისის მერიის სისხლის საქალაქო სადგურის ინიციატივით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები