წყალმომარაგება, საბავშვო ბაღები, შიდა გზების რეაბილიტაცია- ზუგდიდში მოსახლეობამ სოფლის კრებებზე პრიორიტეტები დაასახელა

ზუგდიდში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-მდე პროექტი განხორციელდება. დღეს 9 სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მთავარ მოსაგავრებელ პრიორიტეტად წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის, სკვერი, სკოლის ეზოს და შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა. მოქალაქეების მიერ შერჩეულ ინფრატსრუქტურული პროექტების განცორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები