მარტვილის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” – ზურაბ ბიგვავამ ფრაქცია დატოვა
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრმა ზურაბ ბიგვავამ ფრაქცია დატოვა, მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად მიიღო.
როგორც ბიგვავამ ,,რეგიონული კვირას“ განუცხადა, ოფიციალური განცხადება საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმდჯომარეს უკვე გაუგზავნა.
,,დიახ, მე დავტოვე ფრაქცია და ოფიციალური განცხადება დილით გავუგზავნე ფრაქციის თავმჯდომარეს ლევან სურმავას, დანარჩენი შეგიძლიათ მას ჰკითხოთ“,- გვითხრა ბიგვავამ.
“რეგიონული კვირა” ფრაქციის თავმდჯომარესაც დაუკავშირდა. ლევან სურმავას განცხადებით, მას ბიგვავას განცხადება ჯერ არ მიუღია, თუმცა დეპუტატთან გასაუბრებას გეგმავს.
“ზეგ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნტარს,თავად უნდა შევხვდე ზურაბს”,- თქვა სურმავამ.
შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 დეპუტატია, მათგან 19 მმართველი პარტიის, ხოლო 18 გაერთიანებულ ოპოზიციის წარმომადგენელია.
იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ბიგვავა პარტიის რიგებს დატოვებს, “ქართული ოცნება“ მარტვილის საკრებულოში უმრავლესობას დაკარგავს.