დავით ნოზაძე: არჩილ ტატუნაშვილს სამშობლო არ დაივიწყებს

შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და  მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ერთად  არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც  არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

თეა ახვლედიანთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის მოადგილესთან და რეგიონის  პირველ პირთან  ერთად  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ  მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, მოადგილეები გოჩა ქავთარაძე და თამაზ სუჯაშვილი, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი,  ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი.

„არჩილ ტატუნაშვილს სამშობლო არასდროს დაივიწყებს, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს გმირები. მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა არჩილი სამი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს პატივი მივაგეთ მის სულს, ოჯახს მივუსამძიმრეთ და მშობლებს თანადგომა კიდევ ერთხელ  გამოვუცხადეთ,”- განაცხადა დავით ნოზაძემ.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ  არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი  საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები