6 მილიონ ლარზე მეტი გზების რეაბილიტაციისთვის – სიღნაღში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 17 პროექტი განხორციელდა
2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჯამში 17 გზის რეაბილიტაცია განახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა .
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინს.
” ჯამში 13747 მეტრი გზა დაიგო.
სავალი გზები მოწესრიგდა შემდეგ სოფლებში:
ბოდბეში, კერძოდ „მანგოაანების“ უბანში;
ჯუგაანში „ქვესადგურის ქუჩაზე“;
სოფელ ძველიანაგის შიდა საუბნო გზებზე;
ბოდბისხევში „კუსრაანთ“ უბნის გზაზე;
ანაგაში „გალავნის“ გზაზე;
ვაქირში „გარაჟების“, „ნადაანთ“ და „ხევის უბნის“ გზებზე;
საქობოში „ახმეტელის“ და „თამარ მეფის“ ქუჩებზე;
ნუკრიანში ე.წ. „ჭოტორის” უბნიში;
წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელ გზის მონაკვეთზე.
ქ.წნორის 4 ქუჩაზე. (“სიღნაღის” და “თამარ მეფის” ქუჩებზე დარჩენილი სამუშაოები 2021 წელს დასრულდება)
ჩამოთვილი გზებიდან სოფელ ძველიანაგის, „ჭოტორის“ და წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზების პროექტები გარდამავალია, რაც გულისხმობს, რომ სამუშაოები ორ წელზე განაწილდა და სამუშაოები 2021 წელსაც გაგრძელდება”,- ნათქვამია განცხადებაში.