ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მოადგილე ჰყავს

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის პოზიციაზე სოსო რაზმაძე დაინიშნა.

სოსო რაზმაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ, საფინანსო, იურიდიულ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, ასევე სოციალურ სამსახურებსა და მერიის ა(ა)იპებს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მერიაში განუმარტეს.

სოსო რაზმაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა პოლიციის აკადემიაში განაგრძო და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„მოხარული ვარ, რომ გავხდი ბორჯომის მერიის წარმატებული გუნდის წევრი. ძალისხმევას არ დავიშურებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წინსვლისთვის“- განაცხადა სოსო რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები