სოფელ ვეჯინში ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაცია იწყება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მერია ავრცელებს.

” სოფელ ვეჯინში ე.წ. სტადიონის უბნის გზის რეაბილიტაცია,
მერიის დაკვეთით იწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული, ამხანაგობა “გზამშენი 15″ შეასრულებს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 394 400 ლარით ფინანსდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები