„მთელი სამყარო შევქმენი ძაფებით“-რუსუდან(დუსუნა) ქევანაშვილი რაჭიდან

ქართველი მხატვარი რუსუდან (დუსუნა) ქევანაშვილი, მის მიერ შემუშავებულ ორიგინალური ტექნოლოგიით – საქსოვი ფერადი ძაფებით, დაგრუნტულ მუყაოს ქაღალდზე, ფერწერულ შედევრებს ქმნის.
ჰქონდა ათამდე პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრები, კერძო კოლექციები, დაცულია – ამერიკა, ინგლისი, რუსეთი.

რუსუდანის შემოქმედება, არა მარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ მის საზღვრებსაც გასცდა. როგორც მხატვარი ამბობს, რომ მისი ტექნოლოგიით შექმნილ დარგში – „ფერწერა ძაფით“, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ორიგინალური მხატვარი „რეგიონულ კვირას„ თავისი ცხოვრების დეტალებს უყვება და ამბობს, რომ არასოდეს საკუთარი პოპულარობისთვის არაფერი გაუკეთებია, მისმა შემოქმედებამ პოპულარობა თავისთავად მოუტანა.

ახლა 67 წლისაა, 1953 წლის 3 ნოემბერს ამბროლაურში დაიბადა.

„თითქმის 20 წელია, ისევ მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი. დედის მხრიდანაც რაჭველი ვარ. ნათესავების სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, ჩემი საკუთარი სახლი შევიძინე და აქ დავსახლდი“, -გვიყვება ხელოვანი.
რუსუდანი ამბროლაურში, სამხატვრო სკოლაში, ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს, ბევრი მისი გამოზრდილი სამხატვრო აკადემიაში წარმატებული სტუდენტია.

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები