მარნეულში იდეების კონკურსში გამარჯვებულები ცნობილია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში 11-მა პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიიდან აცნობეს.მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი თემისა და ახალგაზრდების განვითარებისთვის საინტერესო იდეები შეიმუშავეს და კონკურსის გზით მუნიციპალიტეტიდან დაფინანსება მოიპოვეს.