ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა
ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შიდა გზები თოვლისგან გაიწმინდა.
ბორჯომის მერია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე მიმდებარე სოფლებში.
„მობილური ჯგუფი რამდენიმე დღეა სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება და გზებს თოვლისგან წმენდს, იყრება ქვიშა და ტექნიკური მარილი. პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია , რაც გულისხმობს მობილური ჯგუფის მყისიერ რეაგირებას მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე”,-აღნიშნავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.