ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან საკლასო ოთახებს მაღალი კლასების მოსწავლეები დაუბრუნდნენ

​ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან მორიგი საკარანტინო შემსუბუქება ამოქმედდა. საკლასო ოთახებს მე-5 – მე-11 კლასების მოსწავლეები დაუბრუნდნენ, კვების ობიექტებს კი, სტუმრების მიღება შენობის შიდა პერიმეტრზე შეეძლებათ, იმ პირობით რომ მაგიდებს შორის დაშორება 1,5 მეტრს შეადგენდეს, დარბაზები კი, მხოლოდ 50%-ით იქნება შევსებული.

ამასთან, 10 მარტამდე დახურული დარჩება სპორტული, საცეკვაო დარბაზები, მასაჟის სალონები, საუნები, სპ-სალონები. აკრძალულია მასობრივი სპორტული, გასართობი ღონისძიებები. ასევე აკრძალულია პირბადის გარეშე მგზავრთა გადაყვანა.

პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსი სულ 12 680 პირს დაუდასტურდა, 11 980 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 195 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები