12 ახალი შემთხვევა და 82 გამოჯანმრთელებული-ეპიდვითარება სამეგრელოში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 82-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 45 კოვიდპაციენტი მათ შორის 2 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 12 მათ შორის 1 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 32 პირი, მათ შორის მძიმეა 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 10 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 7
სენაკი ლაზიკა მედში კი 15 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 147 ადამიანი მკურნალობს. მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 99 ადამიანი რჩება.