საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 5 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 607 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, – ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 262 244-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 16, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 194, იმერეთში – 368. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 38, იმერეთში – 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 65, აჭარაში- 8, იმერეთში – 11. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 – თბილისში, 77 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 104, ხოლო აჭარაში – 94.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 060 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 767 პირი, აჭარაში – 515, იმერეთში – 908”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები