ბათუმის ბულვარში აქციის მონაწილეებმა მიმდინარე მშენებლობის ღობე მოარღვიეს

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრებმა ბათუმის ბულვარში სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობის ღობის ნაწილი მოარღვიეს.
„ამ ფორმით ვაპროტესტებთ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას, არ დავუშვებთ ტერიტორიაზე, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობა მაღლივი ნაგებობა აშენდეს. ყოველთვის გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებას და ვანახებთ შესაბამის უწყებებს, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ და შეაჩერონ მშენებლობა,“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ „ამბასადორი ბათუმი “ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები