ონში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავი აღნიშნეს
ონში საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღინიშნა. ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში დეკანოზმა გიორგი კობერიძემ საქართველოს დემოკრატიური რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სამი ონელი დეპუტატის – სერგი ჯაფარიძის, პავლე ბერიშვილისა და კონსტანტინე ჯაფარიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
რაჭველი დეპუტატები 1937 წლის რეპრესიებს ტრაგიკულად შეეწირნენ.
პანაშვიდს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები, ჯაფარიძეთა და ბერიშვილთა გვარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საეკლესიო რიტუალის შემდეგ ონის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პავლე ბერიშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.