რუსთავში უბედურ შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიშენების დემონტაჟისას 23 წლის ახალგაზრდა ნანგრევებიდან გადმოვარდა და ზემოდან ბეტონის ფილა დაეცა.

შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლებისა და ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნათესავებს ეხმარებოდა. უბედური შემთხვევის შემდეგ  სასწრაფო დახმარება ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ყვირილი გავიგე. ვიცოდი, რემონტს აკეთებდა ოჯახის პატრონი, ვიფიქრე ხო არ გადმოვარდა-მეთქი და გამოვიქეცი, შევედი და ასეთი ამბავი დამხვდა. ბავშვი უკვე დაბლა იწვა თავში ჰქონდა დაცემული ბეტონი. ავიღე მაჯა ხელში რო პულსი მენახა, 10-15 წუთი ჰქონდა პულსი და რომ გაუჩერდა პირიდან, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი წამოუვიდა”, – გვითხრა მეზობელმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები