აქცია რუსთავში – მოსახლეობა საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებს
რუსთავში, მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები რესტორან “ლაზიკასთან“ შეიკრიბნენ და ავტომობილებით რუსთავის მერიისკენ სიგნალებით მსვლელობა გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს საწვავის ფასის ზრდა.