მეუფე სტეფანე: ეკლესიაში არ შეიძლება პარტიული სული, ეკლესიაში ნაწილები არ შეიძლება, ის არის მთლიანობა

ჭყონდიდისა და მარტვილის ახლადდანიშნული მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ეკლესიაში პარტიული სული და ნაწილები არ შეიძლება.

მისი თქმით, ეკლესია არის მთლიანობა და არ შეიძლება ეკლესია ნაწილ-ნაწილ იდგეს.

“ღვთის გარეშე არაფერი ხდება და უფალმა დააწესა თავისი ეკლესია. დააწესა მღვდლები და დიაკვნები და დაავალა მათ რომ იღვაწონ როგორც არის წესი ეკლესიისა. ვინც დაარღვევს ეკლესიის წესს და ვინც უფალს არ დაემორჩილება ძალინ დიდი პრობლემები აქვს. არა იმიტომ რომ ვინმეს უნდა. უფლისაგან დაშორება იწვევს პრობლემებს. ყველა უფალთან ვიყოთ. პარტიობანა იქეთ ეყოთ იმათ, ვინც პარტიობანას თამაშობს. რა მოგვიტანა კარგი? ეთმანეთის ჭამის მეტი არაფერი. ეკლესიაში არ შეიძლება პარტიული სული. ეკლესიაში ნაწილები არ შეიძლება. ეკლესიაში არის მთლიანობა. არ შეიძლება ეკლესია ნაწილ-ნაწილ იდგეს. ეკლესიაში უნდა იყოს მთლიანობა”, – განაცხადა მეიფე სტეფანემ.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი გეგმაა მარტვილის ეპარქიაში დაამყაროს მშვიდობა და იზრუნოს სულის ცხონებისთვის.

“ჩემი გეგმები არის მშვიდობა და სულის ცხონებისთვის ზრუნვა. სხვას მერე ვიტყვი. ახლა რომ გითხრათ, ზუსტად მეც არ ვიცი. ბრწყინვალე შვიდეულის მერე გეტყვით. უნდა გავეცნო და უნდა შევეცადო, რომ ყველაფერი კარგად იყოს და აქ მოღვაწე სასულიერო პირებთან შეხვედრას ყოველდღე ვგეგმავ,”- განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები