ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკებში არიან გადაყვანილები.
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.