მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე: ეკლესია და თვით პატრიარქი ელის მას ვითარ უძღებ შვილს

“მეუფე პეტრემ თავისი ქმედებისთვის რამდენიმე სასჯელი მიიღიო ერთდროულად და პატრიარქის ამ უკანასკნელი ქადაგებიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკლესია და თვით პატრიარქი ელის მას ვითარ უძღებ შვილს”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსჯელობა მეუფე პეტრეს კიდევ დასჯასთან დაკავშირებით, რაც განკვეთას შეეხება, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან თანხვედრაში არ მოდის.
“მეუფე პეტრემ თავისი ქმედებისთვის რამდენიმე სასჯელი მიიღიო ერთდროულად და პატრიარქის ამ უკანასკნელი ქადაგებიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკლესია და თვით კათოლიკოსი ელის მას ვითარ უძღებ შვილს, მაგრამ ამ მოლოდინს ვადები არა აქვს, არც წმინდა წერილში არის ეს ვადები გაწერილი. ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა ღმერთი დაუშვებს ამას, ინებებს ამას და როდესაც ადამიანის გულისკარს შეაღებს. მიმაჩნია, დღეს მსჯელობა მის კიდევ შემდგომ დასაჯასთან დაკავშირებით, განკვეთასთან მიმართებაში, პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებასთან მთლად თანხვედრაში ვერ მოდის და ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ პატრიარქის სიტყვას და სწორი ანალიზი გავაკეთოთ ამისთვის და წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ მასთან”, – განაცახდა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები