ონში მრავალძალისა და ბარის გზის მონაკვეთები თოვლისგან უკვე გაიწმინდა
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებამდე მისასვლელი და შიდასასოფლო გზები თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, სრულად გაიწმინდა სოფელ ბარის და მრავალძლის საავტომობილო გზები.
„გზების მონიტორინგი შესაბამისი სამსახურების მხრიდან გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები საჭიროების მიხედვით განხორციელდება“,- განაცხადეს მერიაში.
სამუშაოებს აღნიშნულ მონაკვეთებზე შპს „ონის სერვისჯგუფი“ ასრულებს.