გურიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსით 15 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 16, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 571 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 10.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები