ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობამ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 16, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 10 პირი გარდაიცვალა.