დიდთოვლობა რაჭაში – ამბროლაურში გზები ეტაპობრივად იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სოფელ კვირიკეწმინდას შიდაგზები სრულად გაიწმინდა და მოსახლეობას ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.

„ეტაპობრივად მიმდინარეობს გზების მონიტორინგი და შესაბამისად იწმინდება პრობლემური მონაკვეთები, რათა ჩვენი მოსახლეობისთვის შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით ადვილად გადაადგილება“,- ნათქვამია ამბროლაურის მერიის ინფორმაციაში.

სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვისცენტრი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები