რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 258 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 2 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ლენტეხს უკავშირდება.
როგორც მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, 2021 წლის იანვრიდან დღემდე ლენტეხში 49 პირი დაინფიცირდა და 38 გამოჯენმრთელდა. მაგივე ინფორმაციით, ცაგერში კოვიდინფიცირების 66 შემთხვევიდან, 10 აქტიური რჩება, 56 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.