ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მიზეზი ინტენსიური თოვა და ყინვაა. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე ავტოტრანსპორტით გადადგილება.

“გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან ინტენსიური თოვაა და უღელტეხილზე -10 გარდუსამდე დაეცა ტემპერატურა. ოთხი მანქანა მუშაობს და აყრის ტექნიკურ მარილს. იკრძალება მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება. ჩვენი სამსახური აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები