ქურდობა გორში – უცნობმა პირებმა სუპერმარკეტი გაქურდეს, სავარაუდოდ, წაღებულია სეიფიც
კომენდანტის საათის დროს გორში ქურდობა მოხდა. უცნობმა პირებმა სუპერმარკეტების ქსელ “მადაგონის” შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურდებმა მაღაზიიდან სეიფიც წაიღეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.