„სოფლად ეკოტურიზმის ხელშეწყობა და ბუნებრივი რესურსების მართვა“- სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებმა, შალვა ბერძენიშვილმა, დავით ლომიძემ , სამხარეო ადმინისრაციის წარმომადგენლებმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) კონსულტანტთა ჯგუფთან , ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ეკონომიკის ძირითადი საფუძვლის განვითარება. სოფლად ეკოტურიზმის ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მართვისა და რეგულირების გაუმჯობესება.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) კონსულტანტთა ჯგუფი ამჟამად ახორცილებს ტერიტორიული განვითარების შესაძლებლობის შესწავლას, რათა მომზადდეს საფუძველი ინტეგრირებული ტერიტორიული პროექტის დაფინანსებისათვის, სამცხე-ჯავახეთის ახალციხე, ასპინძა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.