მეუფე სტეფანე: ეკლესია სკანდალების ადგილი არ არის, მინდა პეტრე ცაავას სულისთვის ერთად ვილოცოთ

ჭყონდიდისა და მარტვილის ახალი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, სკანდალები არ არის ეკლესიის საქმე და ეკლესიამ უნდა მოიტანოს სიმშვიდე.ამის შესახებ მან დღეს მარტვილის ეპარქიაში საღმრთო-ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა რომ მას აქვს კურთხევა და მადლი პატრიარქისგან და მისი სურვილია ეს მადლი ადამიანებს გადასცეს.
,, მე მაქვს ლოცვა კურთხევა უწმინდესისგან, რომელიც მინდა თქვენ გადმოგცეთ. ამ მადლს ვისაც გინდა მიიღებთ, ვისაც არ გინდათ არ მიიღებთ. ნებაყოფლობითაა. სკანდალები არ არის ეკლესიის საქმე.ეკლესიის საქმე არის სულების ცხონება. საინფორმაციო საშუალებებმა სწორად გაიგოს ეს სიტყვა და დაგვეხმარონ იმაში რომ მშვიდობა იყოს ყველგან. როცა ტირაჟირება ხდება ბოროტების ან სკანდალის ამ შემთხვევაში პრობლემა არის ყველასთვის და საქართველო არის დაზაფრული.ეს არ არის ეკლესიის საქმე.ეკლესიამ უნდა შემოიტანოს მშვიდობა. როგორც “რეგიონული კვირის” კორესპონდენტი იუწყება,  ახალმა ხელდასმულმა მიტროპოლიტმა ასევე მადლობა გადაუხადა მეუფე პეტრე ცაავას მარტვილის ეპარქიაში მსახურებისთვის და განაცხადა რომ მას შველა სჭირება.
,,მადლობა მეუფე პეტრეს იმ ღვაწლისთვის, რაც გააკეთა ამ ეპარქიაში თავის დროზე და მინდა სულის ცხონებისთვის ერთად ვიღვაწოთ და მისი სულისთვის ერთად ვილოცოთ.თუ მომცა ამის საშუალება მის გვერდით ვიქნები ოღონდ ეს არ ნიშნავს, რაც იმას უნდა ყველაფერი აღსრულდეს, უნდა აღსრულდეს ყოველი სიმართლე და ეს ყოველი სიმართლე უფლისა არის და არა ადამიანის. სულის ცხონებისთვის უნდა ვიღვაწოთ,” აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები