გურჯაანში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაჭრეთში, საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის 761 მეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხის და ეზოებში შესასვლელები.

” სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, ამხანაგობა “გზამშენი 15” – მა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამხანაგობა “გზამშენი 15″- მა საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, ასფალტის საფარი დააგო საჯარო სკოლის ეზოში, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები