ქარი, თოვლი და მცხეთელი მეყვავილე ქალის ემოციური ისტორია – რას ყვება გიორგი კეკელიძე

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მეყვავილე ქალის ემოციურ ისტორიას ყვება. “სახლისკენ სანამ გადავუხვევდი, კიდევ კარგი შევნიშნე – გზაზე, მოსახვევთან ქალი იჯდა და ყვავილებს ყიდდა. საშინელი ქარი, თოვა და ეს ყვავილები ხომ ცალკე, მაგრამ ცალკე ამბავი მისი განწირული მზერა იყო, რომელსაც მხოლოდ სიტყვით თუ გეტყვით.
ცხადია, ყვავილები ვიყიდე და სახლშიც წავიყვანე დიდი ხვეწნის შემდეგ – ეს რა სათქმელი და საკეკლუცოა. სათქმელი სხვაა და ამადაც გიზიარებთ ამ სევდიან ფოტოს – თუ სადმე უნდა იყოს ახლა ჩვენი ფიქრი, სწორედ ამგვარ ხალხთან. ეს ხალხი უნდა იყოს ჩვენი არეული გზის სწორი მისამართი. მაგრამ…” – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები