საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-თელავში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები შეირჩა
სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მორიგი შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აკურაში, ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში გაიმართა.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი თქმით, ოთხივე სოფელში, ის ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრა, რაც მოსახლეობისთვის დღემდე მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს.
” აკურაში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელეს.
ვანთაში პრიორიტეტულ საკითხებად საბავშვო ბაღის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დასახელდა.
ბუშეტის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოწესრიგება დაასახელა.
ქვემო ხოდაშენში კი ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, ასევე სოფლის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასახელდა”,- ნათქვამია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.