ახალციხელმა სპორტსმენებმა ზამთრის ეროვნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. მასში საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ახალციხელი სპორტსმენებიც.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა. მათ 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლები და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:
მარი კაპანაძემ – 3000 და 5000 მეტრიან დისტანციებზე,
ქეთი იაკობიძემ – 800 მეტრიან დისტანციაზე რბენაში,
არსენ იშხანიანმა -1500 მეტრიან დისტანციაზე რბენაში,
გიგლა ზილბერშტეინმა – 3000 მეტრიან დისტანციაზე რბენაში,
დერენიკ არზუმანიანმა – 1500 მეტრიან დისტანციაზე რბენაში,
ვლადიმერ შუშანიანმა – 800 მეტრიან დისტანციაზე,
ასია ჩარუხჩიანმა – 400 მეტრიან დისტანციაზე რბენაში,
თამთა მჭედლიძემ – 800 მეტრიან დისტანციაზე რბენაში.