ჭყოდნიდის ეპარქიის ახალ წინამძღვარს დღეს წარადგენენ

მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ახალი წინამძღვარის ოფიციალური წარდგენა დღეს მოხდება. ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ გააკეთა.

მარტვილის ღვთისმშობლის  მიძინების ტაძარში ჭყონიდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე და სხვადასხვა რეგიონის 12-მდე მუფეა შეკრებილი. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ეპარქიის ახალი მეუფის, წარდგინების შემდეგ  გადაბარების პროცესი დაიწყება. მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სამუშაო შეხვედრა არ იგეგმება და რამდენიმე დღეში გაკეთდება ოფიციალური განცხადებები.

,,ყველაფრის შესახებ მოგახსენებთ ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ. გავაკეთებ პრენსკოპერენციას. სკანდალი და აჟიოტაჟი არ გვინდა. დრო იქნება ვილაპარაკებ ყველაფერს და დღეს ოფიციალურად გადმოვიბარებ. სულისცხონება ვისაც უნდა, ერთად ვიქნებით ყველა.არ ვიცი როგორ იქნება. ყველანაირ კითხვას ვუპასუხებ ბრწყინვალე შვიდეული შემდეგ. გადაბარება ხდება ჩვეუებრივად, აჟიოტაჟის გარეშე. მე ვემორჩილები წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და უწმინდესს. გავწვდები ორივე ეპარქიას,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქია მეუფე გრიგოლმა სინოდის გადაწყვეტილებით ორი კვირის წინ დატოვა. ჭყონდიდის ეპარქიის ახლა მეუფედ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები