ონში შიდა გზების მონიტორინგი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, ინტენსიური ნალექის გამო ონის სოფლების გზების უმეტესობა უკვე გაიწმინდა, ამ მომენტისთვის სოფელ წედისის, სხანარის და ქვედის საავტომობილო გზების მოწესრიგება დასრულდა. გზების წმენდაზე სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ ანხორციელებს.
„ უამინდობის და სხვა საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები სხვა სოფლებშიც განხორციელდება“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები