რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 6-ით გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 396-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.097 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში KOVID-19 6 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ახალი დაინფიცირებული მოქალაქეებიდან ერთი ლენტეხის, 2 ცაგერის, 3 ამბროლაურის მაცხოვრებელია. როგორც ლენტეხის ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი აცხადებს, პირი, რომელსაც დაინფიცირება დაუდასტურდა იზოლაციაში იმყოფებოდა, „ასევე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის დაინფიცირებული 2 პიროვნებაც“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის, თვითიზოლაციაში 50 ადამიანი იმყოფება.