ზუგდიდელმა პარასპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
ბაკურიანში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მთის ეტლი-თხილამურებით, ზუგდიდელმა პარასპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
როგორც “სორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა “რეგიონულ კვირას” უთხრა, რომ პირად-გუნდურ შეჯიბრში ოთხი ზუგდიდელი სპორტსმენი მონაწილეობდა.
გუნდურში პირველი ადგილი თემურ იზორიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი პაპუნა სხულუხია გავიდა. რაც შეეხება პირად პირველობას, აქ მესამე ადგილის მფლობელი გულად ფიფია გახდა.
ზუგდიდელი სპორტემენების მონაწილეობა შეჯიბრში, ადგილობრივმა მერიამ 3 500 ლარით დააფინანსა.