27 ახალი შემთხვევა და 30 გამოჯანმრთელებული-ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 30-მა პაციენტმა დაამარცხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 49 კოვიდპაციენტი მათ შორის 4 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 20 მათ შორის 3 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 32 პირი, მათ შორის მძიმეა 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 8
სენაკი ლაზიკა მედში კი 18 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 147 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 141 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები