ამბროლაურის მერია: სოფლებში პრობლემური მონაკვეთები ყოველდღიურად იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, ბოლო 24 საათის მანძილზე სოფლების ლიხეთი, აბარი, ზემო კრიხი, ახალსოფლისა და სხარტალის გზები სრულიად გაიწმინდა სამუშაოებს კი შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს. ,,სასოფლო გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. იწმინდება ყველა პრობლემური მონაკვეთი, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მოახერხონ გადაადგილება. აღნიშნული პროცესი საჭიროების შესაბამისად ყველა მიმართულებით გაგრძელდება”. – მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები