სამტრედიაში დაკარგული 11 და 13 წლის მოზარდები იპოვეს

სამტრედიაში  დაკარგული 11 და 13 წლის ბავშვები იპოვეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სტადიონზე ნახეს. როგორც მათ მშობლებს უთხრეს, ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა, შეეშინდათ სახლში არ გაბრაზებოდნენ, ამიტომ დაიმალენ. ღამე სტადიონის ლოჟაში გაათენეს, დილით კი მეზობელმა იპოვა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში დამარგულ ბავშვებს ეძებდნენ. 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ 6 საათის შემდეგ გაუჩინარდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები