სამტრედიაში 11 და 13 წლის ბავშვებს ეძებენ
სამტრედიაში გაუჩინარებულ ბავშვებს ეძებენ. 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ 6 საათის შემდეგ გაუჩინარდნენ. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვები გუშინ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად წავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.
ოჯახი დაკარგულ ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა.