აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნიბით, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები 24 თებერვლიდან ღია სივრცეში დაიწყება და 15 მარტამდე მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.
“სოფლებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში სოფლის მოსახლეობისაგან უკვე შემოსულია შემდეგი სახის საპროექტო წინადადებები:
სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათების ქსელის მოწყობა, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილების მოწყობა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.