ოკუპირებული გუდაუთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალაქის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ოჩამჩირის ქუჩაზე კერძო სასტუმროში გაჩნდა, რა დროსაც ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, ასევე არიან დაზარალებულები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებში.
დაზარალებულთა რაოდენობა უცნობია.
შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ლევ კვიწინია.