ბაღდათში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის პრობლემებს განიხილავენ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გაგრძელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ შუბანში ფერსათსა და წითელხევში გაიმართა.
“სოფელ შუბანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა (0/40 მასალით) და გარე განათების მონტჟი დაასახელა, სამუშაოებისთვის 12 000 ლარი გამოიყოფა. სოფელ ფერსათში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სასაფლაოზე დენის წყაროს მიყვანა დასახელდა, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ წითელხევში მოსახლეობის გადაწყვეტილებით დევიძეების უბანში სასმელი წყლის მილების შეძენა და გარე განათების მონტაჟი შეირჩა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარი გამოიყოფა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი”,- ნათქვამია მერიის ი ფორმაციაში.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა მსხვილიძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები