ზუგდიდის მერიამ 2 ნიჭიერი სტუდენტი დააფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნიჭიერი ზუგდიდელი დააფინანსა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მერია სწავლას დაუფინანსებს ანა კოდუას, რომელიც გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტში მონაწილეობის შედეგად, მაღალი ქულებით ჩაირიცხა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე.
ასევე დაფინანსება მიიღო მარიამ ბულიამ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მარიამი
“ერასმუს +”-ის ფარგლებში 2020/2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სწავლას ლუბლინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძობს.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წელს 12 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.