საჩხერეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“ დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან დაიწყო.
“შეხვედრები გაიმართა ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, სხვიტორისა და დუნთის მოსახლეობასთნ და შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა:
ზედა ორღული-16 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, ატრაქციონის დამონტაჟება და ფანჩატურის მოწყობა
ქვედა ორღული-16 000 ლარი, ქველაძეების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა
ჩიხა-20 000 ლარი,ზეინკლიშვილების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა
სხვიტორი 16 000 ლარი, ზედა მაჭარაშვილების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა
დუნთა-10 000 ლარი, საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა”- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
შეხვედრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, ჩიხის თემში მაჟორიტარი დეპუტატი კობა ხვედელიძე, მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცისანა მაკასარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.