სოფლის კრებები უკვე 12 სოფელში ჩატარდა – ჭიათურაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში საერთო კრება და კონსულტაცია დღეს  უკვე 12 სოფელში ჩატარდა.
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.
მერმა ადგილობრივებთან სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

“სოფელ სვერში, თვალუეთსა და ცხრუკვეთში მოსახლეობამ არსებული სარიტუალო დარბაზების დასრულებას დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება გეზრულის მცხოვრებლებს, მათ გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისკენ მიმართეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60-ვე სოფელში ჩატარდება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები