თელავის რაიონულმა სასამართლომ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბრალდებული, ნოდარ გამყრელიძე თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეს ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი ქართლელიშვილის თქმით, სასამართლოს მიერ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაბარებია და სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხუთი ადამიანი 2019 წლის 3 მაისს მოკლეს.

გამოძიების პირველ ეტაპზე 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც ბრალდების მხარე მას საკუთარი შვილისა და რძლის, ასევე ორი ნათესავის და მეუღლის მკვლელობას ედავებოდა. ხანდაზმული მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მალევე, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, 85 წლის კაცის შვილი ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. მას პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა, საბოლოოდ კი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2020 წლის აპრილში მიაკვლია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები