ბათუმში სოციალური დაცვის მიმართულებით 2021 წელს 8 პროგრამა განხორციელდება
კომუნალური მომსახურებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურების სუბსიდირება – ეს ერთ-ერთია იმ პროგრამებს შორის, რასაც ბათუმის მერია 2021 წლეს განახორცილელებს.
მიმდინარე წელს დაგეგმილ პროგრამებში მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფაც შედის.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 8 ახალ პროგრამას შორის ასევე იქნება: მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება, მუნიციპალური უფასო სასადილოს მომსახურება, დროებითი ღამის თავშესაფრით სარგებლობა, მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება.
“მერია ყოველწლიურად მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას. თუმცა, კონკრეტულ პროგრამებში გვაქვს სიახლეები, რაც მოსახლეობისთვის სარგებლის მომტანია. 0-1 წლამდე ბავშვებისთსვის რომელთაც აქვთ შესაბამისი სტატუსი, გაიზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. დახმარების მისაღებად საჭიროა მიმართონ მერიის სამსახურს და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია“, – განაცხადა მერის მოადგილე ლელა სურმანიძემ