ონში მოსახლეობასთან შეხვედრები 4 ადმინისტრაციულ ერთეულსა და 15 სოფელში უკვე ჩატარდა

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობას პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლებსა და ბორცოში მაცხოვრებლებს შეხვდა.

ინფორმციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საკაოს თემის მოსახლეობამ პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა და
სოფელ ხიდეშლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წისქვილის მოწყობა, მაჟიეთში – შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის მოწყობა,
საკაოში – სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ბორცოში – შიდა საუბნო გზების მოწესრიგება გადაწყვიტა.

„2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 4 ადმინისტრაციული ერთეულეულის 15 სოფელში ჩატარდა“,-აცხადებენ მერიაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში 10 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები